Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 08 სექტემბერი 2018 15:25

ორშაბათს „თვითმმართველობის დრო“ გუბერნატორის პასუხებს დაეთმობა

Rate this item
(0 votes)

ორშაბათს, 20:00 საათზე, გადაცემის "თვითმმართველობის დრო" სტუმარი მხარის გუბერნატორი იქნება.

"თუ საერთაშორისო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე რამეს წერდნენ, ეს, ხშირ შემთხვევაში, იმ რეპორტებიდან გამომდინარე კეთდებოდა, რომლებიც ჩემი იქ მუშაობის პერიოდში, კანონის ფარგლებში ვრცელდებოდა", -ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, რაც ახალი გუბერნატორის დანიშვნის შედეგად საზოგადოების ინტერესის სფერო გახდა, გიორგი ხოჯევანიშვილი ორშაბათს გადაცემაში "თვითმართველობის დრო" ისაუბრებს.

მისი წამყვანის, ნოდარ სხირტლაძის ინფორმაციით, ახალ გუბერნატორს კითხვები რეგიონში აქტუალურ თემებზე, საკადრო პოლიტიკასა და იმ საკითხებზე დაუსვა, რაც მისი აზრით გუბერნატორისგან რადიო "მოზაიკას" მსმენელს აინტერესებს.

FM 97.8- ზე გადაცემა "თვითმმართველობის დრო" ყოველ ორშაბათს გადის და მისი სტუმრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომლებიც რეგიონსა და თვითმმართვეობაში მიმდინარე საკითხების შესახებ საუბრობენ.

Read 1235 times Last modified on შაბათი, 08 სექტემბერი 2018 16:58