mukilurji640X90

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნა მარტამდე გადაიდო

იანვარი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის გახსნის დაპირება კონსტანტინე თავზარაშვილის წინასაარჩევნოდ დარიგებულ სააგიტაციო მასალაშია მითითებული. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დასახლებაში მცხოვრები მშობლები დაპირების შესრულებას დღემდე უშედეგოდ ელიან.

,,ძალიან დიდი დასახლებაა, სკოლაა და რა თქმა უნდა, ბაღის ბავშვი სკოლისთვისაც რეზერვია. ამიტომ აუცილებლობასაც მოითხოვს და საჭიროებასაც. რაც უფრო მალე გაიხსნება და მალე აშენდება, კარგია. ბავშვის სხვაგან ტარება გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება. მგზავრობის  საფასურიც საკმაოდ მაღალია დღევანდელ სიტუაციაში, წაიყვანე - წამოიყვანე, რთულია. ამხელა დასახლება ბაღის გარეშე წარმოუდგენელია“, - განაცხადა, სადგურის მკვიდრმა, მარინა მეტრეველმა.

533 000 ლარის ღირებულების პროექტს, საძირკვლის ჩასხმის შემდეგ, პროგრესი აღარ ჰქონია. წინასაარჩევნო დაპირება - სიტყვების დონეზე, სადგურელი ბავშვები კი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩნენ. საკმაოდ მრავალრიცხოვან დასახლებაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების არ ქონა პრობლემას უქმნის მშობლებს.  პატარებმა, რომ სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არ დაკარგონ, წლებია, სხვა უბნებში მდებარე საბავშვო ბაღებს მიმართავენ.

,,მყავს მეზობლები, რომლებსაც ჰყავთ ბაღის ასაკის ბავშვები და იმიტომ, რომ არ არის ბაღი, აქვთ პრობლემები. ძალიან ბევრნი არიან ისეთები, რომლებსაც სურთ ბაღში ბავშვის წაყვანა  და  რიგი მიზეზების გამო ვერ მიჰყავთ“, - აღნიშნა მარინა მეტრეველმა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით, ტენდერი  2017 წლის აპრილში გამოცხადდა. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა მარაბდელის ქუჩაზე 180 დღეში უნდა დასრულებულიყო.  პროცესის გაჭიანურებას გორის მერი კონსტანტინერ ტავზარაშვილი ახლა უკვე ასე ხსნის:

,,ისეთ ნაირად ვერ გაკეთდა, სათანადო ხარისხი ვერ მიიღეს რაც უნდა მიეღოთ. ამას დრო ჭირდებოიდა და ცოტა მოგვიანებით გავიგეთ. ამიტომ შეჩერდა საბავშვო ბაღის მშენებლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა გამოსწორებულია, მე მიცემული მაქვს უკვე ვადები. იცით, რომ ცემამდე დაიწყო ამ ბაღის მშენებლობა, მე როდესაც ცავერთე ამ საკითხებში  და გავარკვიე თუ რა და როგორ ხდება, მე მარტის ბოლომდე მაქვს მიცემული ვადა, რომ მშენებლობა დაამთავრონ“.

ხელისუფლების დაპირებების არ სჯერა ოპოზიციას. რესპუბლიკური პარტიის წევრი ალექსანდრე ვალიაური  ფიქრობს, რომ  მერს მოსახლეობა ისევ შეცდომაში შეჰყავს. მისი ვარაუდით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამუშაოების 2 თვეში დასრულება შეუძლებელია.

,,უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე, შემდეგ უკვე 2017 წლის შემოდგომაზე, თუმცა ვნახეთ, რომ საარჩევნოდ კვლავ  განაახლეს. როგორც ჩანს, ,,ქართულმა ოცნებამ“  მოქალაქეებს დაანახა, რომ საბავშვო ბაღს აშენებდნენ და შემდგომში ისევ გაჩერდა. ველოდებით, რიმ განახლდეს სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ დიდ ხანს, როგორც  სხვა მრავალი პროექტი, ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დროულად ვერ ხორციელდება, ან საერთოდ არ ხორციელდება, ეს პროექტიც ასე გაგრძელდება კიდევ დიდ ხანს“, - განმარტა ალექსანდრე ვალიაურმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი 90-იანი წლების შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. 

Read 1090 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი