მარატ კულახმეტოვი - რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვის ერთიან სივრცეს ქმნიან

სექტემბერი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
"სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა", - ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის "ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა განაცხადა.

"ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული.რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა თავიანთ თავზე აიღეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული“.-აღნიშნა კულახმეტოვმა. 

Read 565 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი