Back to Top
კვირა, 09 სექტემბერი 2018 13:19

ცოლ-შვილის ცემის ფაქტზე გორში 60 წლის მამაკაცი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

გორში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე პოლიციამ ოჯახის წევრებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავა

არსებული ინფორმაციით, დაკავებამდე 60 წლის პიროვნება პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, სადაც განაცხადა, რომ შვილმა მას ჯერ ჩხუბი, შემდეგ კი ცემა დაუწყო. გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) დაიწყო. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედება ამ პიროვნებამ თავად განახოციელა ცოლ-შვილის მიმართ. როგორც გაირკვა შვილი ჩხუბში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მამამ დედამისს ცემა დაუწყო. 60 წლის პიროვნება სახლიდან სწორედ ამის შემდეგ გავიდა და ფეხშიშველი პოლიციის განყოფილებაში მივიდა. ამჟამად ის დაკავებულია და მას ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

Read 1426 times Last modified on კვირა, 09 სექტემბერი 2018 13:52