ენმ: რაზმაძის განცხადებაში ისევ "ქართული ოცნების" კეთილდღეობა იგულისხმება

სექტემბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ენმ-ს წარმომადგენელი ვასილისა ჯაბახიძე საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.

დავით რაზმაძემ ორი დღის წინ რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ ნაცვლად ფრაქციებისა, უკეთესი იქნებოდა კომისიის თავმჯდომარეებს ჰყოლოდათ მოადგილეები. ოპოზიციაში თვლიან, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ამ სურვილის უკან "ქართული ოცნების" უფრო მეტი მხარდამჭერის დასაქმება იგულისხმება. 

"საკრებულოს 5-ვე კომისიას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, ფრაქციებს კი ოპოზიციის წევრებიც წარმოადგენენ. სწორედ ესაა მიუღებელი მმართველი გუნდისთვის და არა ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გაწერა. მოგეხსენებათ, თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც ბუნებრივია ანაზღაურებას იღებენ, სხვადასხვა ფრაქციაში ოპოზიციონერი დეპუტატებიც შედიან, განსხვავებით კომისიებისგან, სადაც მისი ყველა ხელმძღვანელი მმართველი გუნდის წევრია და შესაბამისად, მოადგილეების დანიშვნის შემთხვევაში უფრო მეტი "ოცნების" წარმომადგენელი იქნებოდა დასაქმებული."-აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ. 

დღევანდელი მდგომარეობით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებობს:

  • სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია

თავმჯდომარე - ლიანა ჩლაჩიძე

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

თავმჯდომარე - ივანე კორინთელი

  • სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია

თავმჯდომარე - დავით გუდაძე

  • ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისია

თავმჯდომარე - მერაბ მელანაშვილი

  • ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისია

თავმჯდომარე - ზურაბ ყაჯრიშვილი


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო.

Read 994 times Last modified on Last modified on სექტემბერი 09 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი