Print this page

ლადო ბიჭაშვილი: მთავარია გვქონდეს საუბარი ცხინვალელ კოლეგებთან

სექტემბერი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჟურნალისტმა და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა,  გადაცემაში "კავშირგაბმულობა" მედიის როლზე ისაუბრა.

ლადო ბიჭაშვილის აზრით, კონფლიქტის ზონის მეორე მხარეს მყოფ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და კავშირი აუცილებელია. ის ამბობს, რომ მშვიდობის მშენებლობის პროცესში მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც ქართველ და ოს ჟურნალისტებს შორის კომუნიკაციასა და კონტაქტებს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ეკისრება. 

"დღეს კომუნიკაციისთვის უკეთესი საშუალებები გვაქვს, ვდრე წლების წინ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი და კავშირგაბმულობა. მთავარია ვისაუბროთ და შედგეს კომუნიკაცია. არ აქვს მნიშვნელობა თემას და არც იმას, შევთანხმდებით თუ არა საერთოდ რამეზე. მთავარია, რომ არ გავწყვიტოთ კავშირი ჩვენ ოს კოლეგებთან. არა მხოლოდ ჟურნალისტებს შორის კონტაქტი, არამედ სხვა პროფესიის ადამიანების ურთიერთკავშირიც აუცილებლად იქნება ხელშემწყობი ვითარების გამოსასწორებლად,"-აღნიშნა ლადო ბიჭაშვილმა

Read 683 times