Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018 11:23

თავზარაშვილი: მე არ მომისმენია სალომეს განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო

Rate this item
(0 votes)

“სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი, განათლებული პოლიტიკოსია და შესწევს უნარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ჩაერთოს,“-ეს განცხადება რადიო “მოზაიკასთან“ გორის მერმა გააკეთა.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთ - საქართველოს ომის შესახებ, არ მოუსმენია.

პირადად, არ მომისმენია სალომეს განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო, თუმცა სხვებისგან გავიგე. როგორც ვიცი, მან შემდეგ განმარტებაც გააკეთა, რომ სულ სხვა კონტექსტში თქვა აღნიშნულის სიტყვები. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, ჩემთვის რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა თავზარაშვილმა.

Read 1484 times