ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 156 წლის იუბილე აღნიშნეს

სექტემბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 156 წლის იუბილე და ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.

აკადემიამ თავისი 156 წლიანი ისტორიის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად ყოველწლიურად ხდება სამხედრო და აკადემიური პროგრამების დახვეწა და განვითარება.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2018-2019 სასწავლო წლისთვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 81 იუნკერი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე 32 მსმენელი ჩაირიცხა. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსზე 60-მა მსმენელმა, მათ შორის სამაგისტრო პროგრამის 9 იუნკერმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელი იუნკერები ამჟამად ხუთკვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, რომლის დასრულების შემდეგაც სასწავლო პროცესს შეუერთდებიან.

სასწავლო წლის დაწყება და აკადემიის იუბილე იუნკრებს, მსმენელებსა და აკადემიის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და აკადემიის რექტორმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცეს და აკადემიის პირად შემადგენლობას უწყებრივი მედლები გადასცეს. წარჩინებულ იუნკრებს „თაიმის“ მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელმა სპეციალურად მათთვის შერჩეული საათები გადასცა.

დღესვე, აკადემიის სარეკრეაციო ცენტრში წიგნის „სამხედრო კადრების სამჭედლო“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

Read 1072 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი