საკრებულოს წევრი: მიპასუხოს ნაციონალმა ქორჩილავამ, ლომკაცასთან რისი შენობაა

სექტემბერი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ზაქარია მებადური ოპოზიციას გორში, ლომჭაბუკის პროექტთან დაკავშირებული პოზიციის გამო აკრიტიკებს.

საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ევროკავშირის გრანტით გათვალისწინებული პროექტიც არ წაუკითხავთ, ისე გადაწყვიტეს, რომ ამ პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

"მიპასუხოს ქორჩილავამ ლომკაცასთან რა შენობაა. თუ მაგას ეგ ეცოდინება, რაც გინდათ მითხარით. ხომ გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ხომ არის საკრებულოს წევრი, ხომ უნდა იცოდეს რა როგორ მოეწყობა, რა პროექტის განხორციელებას გეგმავს ხელისუფლება და საერთოდ, რას არ დაუჭირეს მხარი ამ საკითხის განხილვისას, წაკითხული ან ნანახი თუ აქვს? ეს ყველაფერი გაუნათლებლობაზე მეტყველებს, იმ სუხიშვილის უნივერსიტეტში რა ასწავლეს, მე არ ვიცი. სოფელ-სოფელ დარბოდა და რაღაცებს ყვიროდა" - განაცხადა ზაქარია მებადურმა.

რადიო „მოზაიკა“ ენმ - ის წარმომადგენელს გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავას დაუკავშირდა და სწორედ ის კითხვა დაუსვა, რაც მის ოპონენტს აინტერესებდა. რა იყო ადრე ლომჭაბუკის სკვერში არსებულ შენობაში, დეპუტატმა ვერ გაიხსენა.

"ახლა, ზუსტად აღარ მახსოვს რისი შენობა იყო, მაგრამ ვიცი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მის განცხადებას აღნიშნული პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ჩვენ საერთოდ არ მივიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობა, როდესაც გრანტის საკითხი განიხილებოდა. როდესაც ჩვენ გაუნათლებლობაზე საუბრობენ, დაფიქრდნენ, თავად რა გაუკეთებიათ სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბექა ქორჩილავამ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარეს ზაქარია მებადურს რადიო „მოზაიკა“ ენმ - ის წევრის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადების თაობაზე დაუკავშირდა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნეპოტიზმზე საუბრობს და ამის არგუმენტად ზაქარია მებადურის ცოლ - შვილის დასაქმებას ასახელებს.

Read 975 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი