Back to Top
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 15:20

გორელების ალპინიადა მყინვარწვერზე

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს ექსტრემალური სპორტის განყოფილებამ ჩაატარა ალპინიადა დაბა სტეფანწმინდაში, მთამსვლელებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ღონისძიების მონაწილეებმა პირველი ბანაკი მოაწყეს ილიას წყაროზე (3014 მ). მეორე დღეს ჯგუფი ავიდა მეტეოსადგურზე, საბაზო ბანაკში (3653 მ). ჯგუფის წევრები ავიდნენ სააკლიმატიზაციოდ მყინვარის სამებაზე (4000 მ)

მონაწილეებმა ასევე ივარჯიშეს ყინულის კედელზე ცოცვაში, ყინულიანი ფერდების გადალახვაში, ასევე ისწავლეს ყინულიან ფერდზე ღამის სათევის გამოჭრა. მიუხედავად ბურუსისა და ძლიერი ქარისა ჯგუფის წევრები წამატებით ავიდნენ მწვერვალ მყინვარწვერზე (5047 მ).

Read 1142 times Last modified on სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 15:23