გუბერნატორი: ფრაქციის სხდომაზე სოციალურ-ეკონომიკური საკითხები განვიხილეთ

სექტემბერი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გაფართოებული სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე- დავით რაზმაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი - გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი - კონსტანტინე თავზარაშვილიც დაესწრნენ. 


ფრაქციის ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა წინ წამოსწიეს თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა პრობლემები, გუბერნატორმა ფრაქციის წევრებს მხარში დგომა აღუთქვა. 

"გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციის მიწვევით, დავესწარი გაცნობითი ხასიათის შეხვედრას. ერთობლივად ვიმსჯელეთ რეგიონის სოციალურ - ეკონომიკურ პერსპექტივებზე. ჩემის მხრივ, ინფორმაცია მივაწოდე მათ შიდა ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Read 766 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი