მერის წარმომადგენელი: ვასილისა "პრეკრასნაიამ" კარალეთის სკვერზე დეზინფორმაცია გაავრცელა

სექტემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას განცხადებას კარალეთის სკვერის სკამებთან დაკავშირებით, მერის წარმომადგენელი პასუხობს.

იოსებ ჩალაური ამბობს, რომ ოპოზიცია აღნიშნულ ინფორმაციას ფაქტის გადამოწმების გარეშე ავრცელებს. ჩალაურის ინფორმაციით, სკვერიდან სკამები პირადი გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღის ეზოში გადაიტანა, რასაც გარკვეული მიზეზებით ხსნის.

"დამტვრეული, დანგრეული, "ბოლტებდაცლილი" ეყარა სკვერში ეგ სკამები. შევარემონტე, წავიღე და კარალეთის მეორე საბავშვო ბაღის ეზოში დავდგი, რომ ბავშვები დასხდნენ, თბილად და კარგად. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, აბა, რა მექნა, დამტვრეული ეყარა სკვერში. ეს ინფორმაცია ოპოზიციას ალბათ ამ ქალბატონმა მიაწოდა - ვასილისა პრეკრასნაია რომ გვყავს კარალეთში. ამობრძანდნენ და ნახონ, სადაცაა ის სკამები, არავის მოუპარავს", - განმარტავს მერის წარმომადგენელი კარალეთში იოსებ ჩალაური.

Read 429 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი