ვასილისა ჯაბახიძე: მერის წარმომადგენელმა ბოდიში უნდა მომიხადოს

სექტემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“ბატონმა სოსო ჩალაურმა ბოდიში უნდა მოიხადოს, ჟარგონებით საკუთარ ოჯახის წევრებს ელაპარაკოს და ეხუმროს“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ვასილისა ჯაბახიძე კარალეთის წარმომადგენლის, იოსებ ჩალაურის განცხადებას, რომელშიც მან ჯაბახიძე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა

“ვითხოვ მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას. რაც შეეხება იმ სკვერს, საიდანაც სკამები ქურდულად აიღო და საბავშვო ბაღში გადაიტანა, ზუსტად ეს სკვერი იყო, როცა მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რომ დასასუფთავებელი იყო, როცა მე გავავრცელე ინფორმაცია. შემდეგ ამოიყვანა კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები და დაალაგებინა. ის, რომ სკამები წამოიღო სკვერიდან და საბავშვო ბაღის ეზოში დადგა, პრობლემას არ ცვლის. მას შეეძლო მერიისთვის მიემართა წერილით და მოეთხოვა სკამების დამატება“, - განაცხადა ჯაბახიძემ.

Read 904 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი