ვახტანგაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი აცდენები აქვს ქალბატონ სალომეს რეალობასთან

სექტემბერი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყოფილი პარლამენტარი და "შენების მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სოსო ვახტანგაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა TV პირველის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წელს დაბომბა საკუთარი მოსახლეობა, რისი უფლებაც მისივე თქმით, არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ ზურაბიშვილს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პასუხების გაცემა ბევრ საკითხზე მოუწევს.

"მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რადგან არ იმ ხელისუფლებაში არ იყო ბევრი მცოდნე ადამიანი კონფლიქტებთან მიმართებაში და აქედან გამომდინარე ხდებოდა ეს შეცდომები. ეს განცხადებები კი, რასაც ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, არის კატასტროფა. მით უმეტეს, თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ქალბატონი შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი გახდეს, აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის იმ რეალობასთან, რაც დასავლეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში მუსირებს, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება ზურაბიშვილის მიერ ჩამოყალიბებული პოზიცია პრეზიდენტის რანგში. მისი ეს პოზიცია არა მხოლოდ ჟურნალისტებთან გაცხადდა, არამედ, მას აქვს რამდენიმე წიგნი დაბეჭდილი, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული მანქანა იყენებდა, იმისთვის რომ ეს საინფორმაციო ომის გარღვევა მოეხდინა საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ, სალომეს მოუწევს, თუ ღმერთმა არა ქნას და პრეზიდენტი გახდა, უზარმაზარი რეზიუმეების, განცხადებების გაკეთება და მთელი რიგი პროცესების გავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელი იქნება ზურაბიშვილი იმ ქვეყნის მთავარსარდლისა და პრეზიდენტის რანგში, რომელსაც ადანაშაულებს ომის დაწყებაში", - აცხადებს სოსო ვახტანგაშვილი.

Read 568 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი