Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 00:21

გორში 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

Rate this item
(0 votes)

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში, ფარდის საკიდზე ფეხსაცმლის თასმებით ჩამომხრჩვალი ნახეს.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს - ში ასევე აცხადებენ, რომ შესაძლოა გამოძიების მიმდინარეობისას მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

Read 19389 times Last modified on ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018 00:35