დეპუტატის მეუღლე შპს "შარას" მეწილედ აღარ ფიქსირდება

სექტემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლის, ციცინო კალანდაძის სახელზე არსებული 33%-იანი წილი შპს "შარაში", მათ შვილს - ოფელია მაკრახიძეს გადაეცა.

საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებები ბოლოს მიმდინარე წლის აგვისტოშია შესული. ამჟამინდელი მდგომარეობით კი აღნიშნულ კომპანიაში 34%-იან წილს კომპანიის დირექტორი, ამირან მშვენიერაძე ფლობს, რომელსაც დეპუტატმა პარლამენტის შესვლის შემდეგ, კომპანია სამართავად გადააბარა. დარჩენილი 33%-იანი წილის მესაკუთრე კი თამარ კოდალაძეა, რომელიც, როგორც დეპუტატი, განმარტავს, მისი მეგობრის მეუღლეა.

"სულ იმას მაძახებდნენ, რომ მე და ჩემი ცოლი ვინაწილებდით სახელმწიფო ტენდერებს, ახლა, არც ჩემს სახელზე და არც მასზე, წილები აღარ ფიქსირდება. რაც შეეხება შპს "შარას", მეუღლის 33%-იანი წილი ჩემს გოგოს, 52 წლის ოფელია მაკრახიძეს გადაეცა. ამირან მშვენიერაძეს "შარასთან" ერთად სხვა კომპანიებიც გადავეცი. კიდევ ერთი მეწილის, თამარ კოდალაძის მეუღლე ჩემი ახლობელია, ერთად ვიყავით ვოლოგდაში. ასე, რომ ყველა ჩემს სახელზე არსებული ბიზნესწილები უკვე გადაბარებულია", - განახადა მაკრახიძემ.

Read 750 times Last modified on Last modified on სექტემბერი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი