გარდაცვლილ 14 წლის გოგონას ტელეფონი და ინტერნეტი არ ჰქონდა - შსს-ს პირველადი ვერსია

სექტემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინიტროს პირველადი ვერსიით, გორში გარდაცვლილ 14 წლის გოგონას ინტერნეტზე და ტელეფონზე წვდომა არ ჰქონდა, რაც ეწინააღმდეგება გავრცელებულ ვარაუდს, რომ გარდაცვლილი "ლურჯ ვეშაპს' თამაშობდა. 

"გამოძიების პირველადი ვერსიით, გოგონას არც ტელეფონზე და არც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქმეზე მუშაობას. ამ ეტაპზე პოლიციის თანამშრომლები გამოძიებას განზრახ მკვლელობის მუხლით აგრძელებენ, თუმცა გამოძიების მსვლელობისას მუხლი გადაკვალიფიცირებას არ გამოვრიცხავთ", - გვითხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა. 

სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი გოგონა "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა. აღნიშნულის დასტურად, მის სხეულზე სხვადასხვა იარები დასახელდა. ამ საკითხე რადიო 'მოზაიკა" გარდაცვლილის ახლობელს ესაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ნაიარები გოგონა წლებია აქვს და ეს თამაშთან მისი კავშირის დასადასტურებლად არასაკმაირია მტკიცებულებაა. 

ამავე თემაზე: გორში 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

 

Read 1959 times Last modified on Last modified on სექტემბერი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი