დავით რაზმაძე: მომხრე ვარ, რომ ყველა ჯანმრთელმა ადამიანმა გაიაროს სამხედრო სამსახური

სექტემბერი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“მე მომხრე ვარ, რომ ყველა ჯანმრთელმა ადამიანმა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური“, - ასე გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე, დავით რაზმაძე მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი უნდა ჰქონდეს.

აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ. 

“სამშობლოს დაცვა ყველას მოვალეობაა, მიმაჩნია, რომ თუკი ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, ყველამ უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. მე, პირადად, უნივერსიტეტში დავამთავრე 4 წლიანი კათედრა, გავიარეთ საოფიცრე კურსები, სადაც მომანიჭეს თადარიგის ოფიცრის წოდება. შემდეგ ახალციხეში გავიარე სამთვიანი კურსი და მომანიჭეს ლეიტენანტის წოდება“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.

Read 688 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი