mukilurji640X90

სასამართლო დავები კულტურის ცენტრის წინააღმდეგ

იანვარი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

გორის კულტურის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ლიზა ყაზიშვილი  დღემდე იმ მორიგების აღსრულებას ელოდება, რაც გორის რაიონულმა სასამართლომ მას და კულტურის ცენტრს შესთავაზა. როგორც თავად ამბობს, სასამართლო პროცესზე ის და გორის კულტურის ცენტრის წარმომადგენელი შეთახმდნენ, რომ ამავე სამსახურში გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად უნდა ემუშავა. სასამართლომ კულტურის ცენტრს მორიგების გადაწყვეტილების აღსრულება იანვრის ბოლომდე დაავალა. ყაზიშვილი ამბობს, რომ კულტურის ცენტრისაგან შემოთავაზება დღემდე არ ყოფილა.

"მოსამართლემ იმსჯელა და შემოგვთავაზა მორიგება. მორიგებაზე თანახმა ვიყავით ჩვენც და კულტურის ცენტრიც. მოსამართლემ სთხოვა, დაეშვათ შტატი და გაეთვალისწინებინათ ჩემი კომპეტენცია და გამოცდილება და ჩემი დაკმაყოფილება სრულად მომხდარიყო, თუმცა დღემდე არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა".

ლიზა ყაზიშვილი გორის კულტურის ცენტრიდან გასული წლის მაისში გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს,  სასამართლო პროცესზე კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა შესთავაზეს ფიზიკის სექციის კოორდინატორის თანამდებობა, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშულ სამსახურში საბუნებისმეტყველო მიმართლება დღემდე არ ყოფილა, ყაზიშვილი ვარაუდობს, რომ შეთავაზება ფიქტიური იყო

"მაშინ სასამართლოს პროცესზე კულტურის ცენტრის იურისტმა განაცხადა, რომ მთავაზობდნენ ფიზიკის ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას. იმ პირობებში, როდესაც არცერთი საბუნებისმეტყველო სექცია არ მუშაობს კულტურის ცენტრში და დღემდე არ არსებობს, ეს მაფიქრებინებს, რომ შეთავაზება იყო გამოგონილი".

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს, კულტურის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლექსო ვალიაურია. ვალიაურის საქმეს უკვე სააპელაციო სასამართლო სწავლობს

"სააპელაციოში გავგზავნეთ უკვე გადაწყვეტილება. სასამართლომ ჩაიბარა და ველოდებით როდის ჩაინიშნება სხდომა. ზოგადად, დიდი მოლოდინი მაინცადამაინც არა მაქვს, მაგრამ სასამართლოა ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში სიმართლე დაამტკიცო".

გორის კულტურის ცენტრს გიორგი ნადიბაიძე ხელმნძღვანელობს. ნადიბაიძე ამბობს, რომ მორიგება ყაზიშვილსა და კულტურის ცენტრს შორის აუცილებლად აღსრულდება, თუმცა მხოლოდ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ

"ჯერჯერობით არ მქონია დრო, რომ განმეხილა ეს საქმე. ადრე განვიხილავდი რაღაც ალტერნატივას. როგორც კი ძირითად საქმეებს და პრობლემებს დავასრულებთ, იცით ხომ რეორგანიზაციის პერიოდი გვაქვს, რაღაცას ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა."

მოსარჩელე კულტურის ცენტრისაგან შეთანხმების აღსრულებას ითხოვს. გორის კულტურის ცენტრს სასამართლოზე აღებული ვალდებულების შესასრულებლად ერთი კვირა დარჩა.

Read 1253 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი