Back to Top
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 12:24

გარდაცვლილის მამა: პოლიცია ხელს აფარებს მკვლელებს

Rate this item
(0 votes)

"არ გავჩერდები. მთელი სოფელი გვერდში მიდგას და უფრო მეტი ადამიანი გამოვა. ამ უსამართლობას არ მოითმენს ხალხი", - ამბობს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი.

"ჩვენი დღე იწყება თორნიკეთი და მთავრდება თორნიკეთი. ესენი კიდევ დგანან და ნაცვლად იმისა, საქმე გამოძიონ, ჩვენზე წევენ ხელებს. რა მთავრობაც გვყვავს, ისეთი პოლიციაა. ეგენი აფარებენ ხელებს მკვლელებს. ამდენი ხანი გავიდა და საქმე ვერ გამოიძიეს. სამი თვე გავიდა და მკვლელი ვერ დაიჭირეს. ყველამ კარგად იცის, რაც მოხდა, მაგრამ იცავენ და ხელებს აფარებენ", - ამბობს გარდაცვლლის მამა.  

ამავე თემაზე: მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, ხელთუბანში აქცია მიმდინარეობს

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს, ხელთუბანში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 16 წლის თორნიკერ მერებაშვილი. 

მოქალაქეები საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. 

Read 1315 times Last modified on პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 17:04