Back to Top
ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 11:31

24 პროექტი, რომელიც გორის მერიამ 4 წელში უნდა განახორციელოს

Rate this item
(0 votes)

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ამომრჩევლებს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის სააგიტაციო მასალა დაურიგდა. მასალის თანახმად, 2018 - 2021 წლებისთვის გორის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ან უკვე განხორციელების ფაზაში უნდა იყოს შესული შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

  • გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები ჩქაროსნული მაგისტრალის ნატახტარი-რუისის მონაკვეთზე - 3 მლნ ლარი;
  • ათი მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ქალაქ გორში -1,3 მლნ ლარი;
  • ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ქალაქ გორის რკინიგზის სადგურის დასახლებაში -1,6 მლნ ლარი;
  • ჭაბურღილების მოწყობა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის სოფლებში -5 მლნ ლარი;
  • გორი-ვარიანი-ცხინვალის საავტომობილო გზის კმ21-კმ25 მონაკვეთის რეაბილიტაცია -2,2 მლნ ლარი;
  • წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში -518 ათასი ლარი;
  • ქალაქ გორის ნაგავსაყრელის დახურვა - 680 ათასი ლარი;
  • მზის ენერგიაზე მომუშავე 28 ერთეული პერსონალური ელექტროსისტემის მონტაჟი გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში -58 ათასი ლარი;
  • გარე განათების მოწყობის სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში -269 ათასი ლარი;
  • სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია სოფლებში: საქაშეთი, ტირძნისი, ქორდი, ტყვიავი, ქიწნისი, ზეღდულეთი, ყელქცეული, მარანა და ფლავი -2,5 მლნ ლარი;
  • სოფლებში ოლოზი, წედისი, ბნავისი-წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია -1,6 მლნ ლარი.
  • გზების რეაბილიტაცია ქვეშის გზიდან ქიწნისის ცენტრამდე - 655 ათასი ლარი;
  • საბავშვო ბაღების მშენებლობა სოფლებში: ერგნეთი, მეჯვრისხევი, სკრა და ტირძნისი -750 ათასი ლარი;
  • საფეხმავლო ხიდის მოწყობა სოფელ მეჯვრისხევში, მდ.მეჯუდაზე -100 ათასი ლარი;
  • ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი-ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია -800 ათასი ლარი;
  • სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიაანთკარი-ახრისის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება-1,6 მლნ ლარი;
  • გარე განათების მოწყობა სოფლებში: ვარიანი, სობისი, ქვემო ნიქოზი, საქაშეთი, ხურვალეთი, დიცი, ქორდი და არბო -1,1 მლნ ლარი;
  • სოფელ არაშენდას სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია - 600 ათასი ლარი;
  • ქუჩათა ქსელისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია ქ. გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში - 498 ათასი ლარი;
  • მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია ქ. გორში - 250 ათასი ლარი;
  • ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ქ.გორში, კომბინატის დასახლებაში - 750 ათასი ლარი;
  • დევნილთა „ვერხვების“ დასახლებაში ალტერნატიული მისასვლელი გზის მოწყობა ქ.გორში - 600 ათასი ლარი;
  • დავით ჩუბინიშვილის და გრიგოლ ფერაძის ქუჩების რეაბილიტაცია და მათ მიმდებარედ ახალი ქუჩების მოწყობა ქ.გორში - 968 ათასი ლარი;
  • ბარნოვის ქუჩის (სამეფო ქუჩიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე) რეაბილიტაცია ქ. გორში - 700 ათასი ლარი. 
Read 4754 times