აქციის მონაწილეები გორისკენ მიდიან - ავტობანზე მოძრაობა აღდგდა

სექტემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებმა ავტობანი გაათავისუფლეს. 

მოქალაქეები გორისკენ მოდიან. ისინი აქციის გაგარძელებას  გორში, მერიის შენობის წინ აპირებენ. 

"ამბობენ, რომ ავარია იყო და ასე მოკვდა ჩემი შვილი, მაგრამ ეს არ ყოფილა ავარია. ეს იყო მკვლელობა. სამი თვე გავიდა და არავინ არ არის დაკავებული. მე ვითხოვ ჩამოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მაღალჩინოსნები. დამელაპარაკონ და ამიხსნან, რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება", - განაცხადა მერაბ მერებაშვილმა, გარდაცვლილის მამამ. 

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილი, გაურკვეველ ვითარებაში, 6 ივლისს გარდაიცვალა. 

 

Read 702 times Last modified on Last modified on სექტემბერი 14 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი