Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 13:09

შსს: აქციის არც ერთი მონაწილე არ არის დაკავებული

Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თორნიკე მერაბაშვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გამართული აქციის არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის.

 "ამ ეტაპზე არავინ არ არის დაკავებული. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი", - უთხრა რადიო "მოზაიკას" სამინისტროს წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერაბაშვილი, სოფელ ხელთუბანში, 6 ივლისს გარდაიცვალა. საქმის დროული და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, გარდაცვლილის ახლობლები აქციებს დღეს დილიდან მართავენ. 

Read 1310 times