Back to Top
პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 14:00

ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც აქცია უნდა გაიმართოს, სპეცრაზმია მობილიზებული

Rate this item
(0 votes)

გორის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც გაურკვეველ ვიტარებაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა აქცია უნდა გამართონ, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

ადგილზე პოლიციელებს ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. გარდა ამისა, ადმინისტრაციული შენობის უკან, ეზოში, ასევე იმყოფება სპეცდანიშნულების რაზმი რამდენიმე მანქანით.

თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და თანასოფლელებმა დრეს აქცია გამართეს. ისინი 18 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის მკვლელობის მუხლით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ

Read 1168 times