გორის მერი: თუ მოითხოვენ, მე მზად ვარ შესახვედრად

სექტემბერი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილი მზადაა აქციის მონაწილეებს შეხვდეს. ამის შესახებ მან რადიო მოზაიკას განუცხადა.

"თუ მოითხოვენ შეხვედრას, მე მზად ვარ შესახვედრად და აუცილებლად შევხვდები. მე არ ვიცოდი, თუ მათ ასეთი მოთხოვნა ჰქონდათ", - აცხადებს გორის მერი.

გორის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას სოფელ ხელთუბანში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლები და თანასოფლელები მართავენ.ისინი საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ. მათ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს შეხვდნენ და შუამდგომლობა გასწიონ შს სამინისტროსთან მერებაშვილის საქმის გამოძიებაში.

Read 429 times Last modified on Last modified on სექტემბერი 14 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი