Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 16:13

მერებაშვილების ოჯახმა შშს-ს გამოძიებისთვის ორი კვირა მისცა

Rate this item
(0 votes)

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ შსს-ს საქმის გამოძიებისთვის 2 კვირიანი ვადა მისცა.

“შსს-ს ვაძლევ 2 კვირას, იმისთვის რომ დაიჭიროს ის ადამიანი, ვინც ჩემი 18 წლის შვილი მოკლა. არამარტო ჩვენ, თვითონაც კარგად იციან, რომ ეს თვითმკველობა ყოფილა და არც უბედური შემთხვევა. იმ შემთხვევაში, თუ მკვლელს არ დასჯიან, მარტო ხელთუბანი კი არა, ყველა გამოვა გარეთ, ადამიანები ამდენ უსამართლობას არ მოითმენენ,“ - თქვა მერაბ მერებაშვიოლმა.

ამავე თემაზე: მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით, ხელთუბანში აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების ნაწილი თბილისში წასვლას აპირებს. ისინი გეგმავენ, რომ სამართლიანობის მოთხოვნით, ბრძოლა ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად განაგრძონ.

Read 1271 times Last modified on პარასკევი, 14 სექტემბერი 2018 17:03