შეხვედრა ერგნეთში - ქართული მხარე მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებს

იანვარი 24 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები დღეს ათამდე საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, ქართული მხარე დღეს გააპროტესტებს ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს და იმსჯელებს იმ ადგილობრივებისათვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობებზე, რომლებსაც ხშირად უხდებათ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მოძრაობა. ქართული მხარე ასევე მოოითხოვს ახალგორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეზე სრულფასოვან გამოძიებას.

„დღეს სამ ძირითად საკითხზე ვისაუბრებთ. ჩვენ დავაყენებთ დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხს. მის გარდაცვალების საქმეში ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მანამდე არსებობოდა, კვლავაც პასუხგაუცემელია. ასევე, ვისაუბრებთ ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე. ბოლო თქვეების განმავლობაში არ გვაქვს კონკრეტული ქეისები საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა პრობლემა კვლავაც რჩება და აუცილებელია შევახსენოთ მონაწილეებს ის სირთულეები, რასაც აწყდებიან უკანონოდ აღმართული ბარიერების მეშვებით. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ თვეში იყო რვა დაკავებული და ამჟამად ყველა თავისუფალია", - განაცხადა ქემოკლიძე.

ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე ზამთრის სეზონის თანმდევ სირთულეებსაც შეეხება. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ზამთრის სეზონია, ადგილობრივებს ფიჩხის შესაგროვებლად ტყეებში უწევთ გასვლა. ჩვენ მოვუწოდებთ ოსურ მხარეს, რომ ასეთი ადამიანების მიმართ მიდგომები შეარბილონ და არ დააკაონ ისინი", - ამბობს ქემოკლიძე

Read 1361 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი