ადვოკატი: გამოძიებამ ვერ აღადგინა სურათი, თუ რა მოხდა მერებაშვილის სუფრაზე ყოფნის მომენტიდან მის გარდაცვალებამდე

სექტემბერი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ ხელთუბანში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ აპირებენ საქმის მასალების შს სამინისტროს საგამოძიებო უწყებიდან გამოთხოვას და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურატურისათვის გადაცემას.

საია - ს ადვოკატის, რევაზ რევაზაშვილის განცხადებით, გამოძებამ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო მკაფიოდ ჩამოეყალიბებინა, თუ რა მოხდა თორნიკე მერებაშვილის სუფრაზე ყოფნიდან მის გარდაცვალებამდე. 

"ამ დრომდე არ არის ექსპერტიზის დასკვნა. გამოძების ფარგლებში დღემდე ვერ ხერხდება სრულყოფილად აღდგეს სურათი, თუ რა მოხდა თორნიკე მერებაშვილის სუფრაზე ყოფნის მომენტიდან მის გარდაცვალებამდე. ჩვენ ვიშუამდგომლეთ პროცესის მწარმოებელ ორგანოში, რომ დამატებით გამოკითხულიყვნენ მოწმეები. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერ მოხერხდა მოვლენათა ჯაჭვის სრულყოფილად აღდგენა. მაგალითად, ვერ მოხერხდა იმის აღდგენა, თუ რატომ მოხდა, რომ თორნიკე მერებაშვილი, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიდის მეგობართან, ესაუბრება მას და ეუბნება, რომ დანა ათხოვოს, და ეს მეგობარი ამბობს, რომ მას არ ეტყობოდა, რომ მთვრალი იყო, ცუდად იყო ან დაზიანება ეტყობოდა. თუმცა, ამის მერე, თორნიკე რეკავს 112 - ში და ეუბნება, რომ ის არის დაჭრილი. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ურთიერთობა ადამიანებთან ან ადამიანების ჯგუფთან, რომელთანაც ჰქონდა ისეთი შემხებლობა, რომ გაუჩნდა განცდა რომ იყო დაჭრილი. ამის ახსნა ვერ ხერხდება გამოძების მიერ. ასევე ვერ ხსნის გამოძიება, თუ რატომ მოხდა მისი ძირს დავარდნა უგონო მდგომარეობაში, რის შემდეგაც ის რამოდენიმე წუთში გარდაიცვალა, როცა გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით მას მანქანამ გადაუარა", - გვითხრა საია- ს ადვოკატმა. 

ადვოკატის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იხრება იმ ვერსიისკენ, რომ თორნიკე მერებაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი თქმით, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს.

"შსს აცხადებს, რომ მუშაობს ყველა ვერსიაზე და კვალიფიკაციაც ამაზე მიუთითებს, როცა საქმე არის აღძრული 117 - ე და 276- ე მუხლებით. გამოძიება ყველაზე მეტად იხრება იმისკენ, რომ იყო მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევა (276- ე მუხლი) და ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. ეს აჩენს კითხვის ნიშნებს და უნდობლობის განცდას დაზარალებულისთვის.

ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურას, რათა მოხდეს მასალების გათხოვა შსს -ოს საგამოძიებო უწყებებიდან და მისი პროკურატურისათვის დაქვემდებარება გამოსაძიებლად", - აცხადებს რევაზაშვილი

Read 756 times Last modified on Last modified on სექტემბერი 15 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი