გუბერნატორი: ჩემი დაკავშირება მაშინდელ ციხეებში არსებულ პრობლემებთან, უადგილოა

სექტემბერი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ციხეებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების წყაროები ის რეპორტები იყო, რომლებსაც მე ვუქმნიდი საერთაშორისო ორგანიზაციებს", - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა რადიო "მოზაიკას" გადაცემაში "თვითმმართველობის დრო" განაცხადა. 

"მე ვმუშაობდი საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელად. და სწორედ, ჩემი საქმიანობის პერიოდში, ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციხეებში არსებული მდგომარეობით. აქტიურად ვთანამშრომლობდი მათთანაც და დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, შესაბამისად გეტყვით, რომ პრობლემების იდენტიფიცირების ერთ-ერთი წყარო მათი რეპორტები იყო, რომლებსაც, ასე ვთქვათ, მე ვუქმნიდი. კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვეთანამშრომლებოდი, რომლებიც მუშაობდნენ სასჯელაღსრულების სისტემაში.

თვითონ სისტემასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ის პოზიცია, რომელზეც ვმუშაობდი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, განდგომილი იყო, იყო აბსოლუტურად ცალკე და ცალკე იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტი. ასე, რომ ჩემი დაკავშირება რაღაც პროცესებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უადგილოა" - განაცხადა გუბერნატორმა. 

Read 560 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი