Back to Top
ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018 11:40

მშობლები: საბავშვო ბაღებში ჯგუფები გადატვირთულია

Rate this item
(0 votes)

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. 

როგორც რადიო "მოზაიკას" აღსაზრდელთა მშობლებმა განუცხადეს, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა 25-ს აჭარბებს, რის გამოც, მათი ვარაუდით, აღმზრდელებს თითოეულზე ყურადღების მიქცევა გაუჭირდება. 

რადიო "მოზაიკამ" ერთ-ერთი ბაღის დირექტორიც ჩაწერა, მისი განმარტებით, უფროს ჯგუფებში კონტიგენტი 25-40 ბავშვითაა განსაზღვრული, 2-3 წლიანთა ჯგუფებში კი მათი რიცხვი 25-ს არ სცდება.

დილიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა "მოზაიკას" ზარებს ლია კოვზიაშვილი ამ დრომდე არ პასუხობს. ასევე კონტაქტზე არ გამოდის მერის მოადგილე, როგორც გუშინ პრესსამსახურმა დააანონსა, ეკატერინე სუხიშვილი რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესის გახსნის ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. ბაღებში კი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალის მოძებნას მშობლები ამ დრომდე ითხოვენ.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც პირველად 2016 წლის ივნისში მიიღეს - საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა რაოდენობა 2020 წლისათვის, სამ წლამდე ასაკის ჯგუფში არ შეიძლება აღემატებოდეს 25 ბავშვს, ხოლო ოთხ და ხუთ წლამდე ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში - 30 ბავშვს.

Read 965 times Last modified on ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018 12:05