თამარ თედლიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა

სექტემბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საკრებულოს ყოფილი წევრი, იურისტი თამარ თედლიაშვილი შიდა ქართლში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში იურიდიულ სამსახურს უხელმძღვანელებს.

ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რადიო "მოზაიკასთან" თავად დაადასტურა. მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზანი არჩევნებში თითოეული მოქალაქის საარჩევნო ხმის დაცვაა. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე "გაერთიანებული ოპოზიციის" რეგიონული შტაბის ხელმძღვანელმა. ბადრი ბასიშვილის განცხადებით, გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია მისი გამოცდილება და იურიდიული რჩევები საარჩევნო პერიოდში.

"მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი თამარი კოალიციიდან მოვიდა ხელისუფლებაში და 2012 წელს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, მას შემდეგ ბევრი პრობლემა შეიქმნა და ჩვენ გვახსოვს ქალბატონი თამარის კრიტიკული მიდგომები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რაც ჩვენი ქალაქის განვითარებას ეხებოდა. მაგალითად, ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით ის ხელისუფლების პოზიციის წინააღმდეგ გამოვიდა, ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და ღიად საუბრობდა რა იქნებოდა უკეთესი და რა არა ქალაქისთვის. აქედან გამომდინარე, მისი განსხვავებული აზრი ყოველთვის მისაღები იყო ჩვენთვის და ახლა როცა მან გადაწყვიტა საარჩევნო მარათონში გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ჩაერთოს, მიმართულია იქით, რომ საკუთარი წვლილის შეტანა სურს, ქვეყნის გადარჩენის საერთო საქმეში", - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

Read 3901 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი