საკრებულოს თავმჯდომარე: სასწავლო წლის დასაწყისი წლის მნიშვნელოვანი მოვლენაა

სექტემბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს მე-11 საჯარო სკოლასა და გორის უნივერსიტეტს ესტუმრა. 

დავით რაზმაძემ მოსწავლეებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

"სასწავლო წლის დასაწყისი მუდმივად არის წლის მნიშვნელოვანი მოვლენა. ამიტომაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ამ დღისადმი, რადგან მას თან სდევს მასწავლებლის უდიდესი ენერგიის მობილიზება, მოსწავლის განწყობა - მიიღოს განათლება, მშობლის მოლოდინი, რომ ახალმა სასწავლო წელმა მეტი საფუძველი შეუქმნას მომავალ თაობას. ვულოცავ ახალი 2018-2019 საწავლო წლის დაწყებას გორის მუნციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს. სასწავლო პროცესის დაწყებას ვულოცავ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების თანამშრომლებს, აღმზრდელებს, ყველა პატარას, ვინც სექტემბრის ამ დღეს სკოლებსა და ბაღებში ხვდება თავიანთ აღმზრდელ-მასწავლებლებს. ვულოცავ კურსდამთავრებულებს, ვინც სტუდენტის სტატუსით აგრძელებს სწავლას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, პროფესორ-მასწავლებლებს. წარმატებულ და საინტერესო პერსპექტივებს ვუსურვებ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, საჯარო სკოლის დირექტორებს, ჩვეული გარჯით და რუდუნებით ეღვაწოთ ღირსეული მომავალი თაობების აღსაზრდელად. გილოცავთ!"

Read 577 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი