თავაქარაშვილი: ვსაუბრობთ ევროპაზე, თუმცა საბავშვო ბაღები ვერ აკმაყოფილებს მის სტანდარტს

სექტემბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პროფესორი არინა თავაქარაშვილი გორის საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონი, რომელიც ძალაში 2016 წელს შევიდა, გორის რამდენიმე საბავშვო ბაღის შემთხვევაში, დარღვეულია.

მისი ინფორმაციით, 35-40 ბავშვიანი ჯგუფები არანაირ სტანდარტში არ ჯდება და სასწავლო წლის დაწყებას სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ქაოტურ გარემოში შეხვდა. 

"როცა ხშირად ვსაუბრობთ ევროპისა და დასავლეთის სტანდარტებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კანონმდებლობაც ამ სტანდარტებთანაა დაახლოვებული. 2016 წელს გვაქვს მიღებული კანონი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, სადაც ნათლად წერია, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით: 

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა; 

ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;

გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა.

დღეს გორის ბაღებში ვხვდებით 35-40 აღსაზრდელიან ჯგუფებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ბავშვების რაოდენობაზე, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია, თუმცა სასწავლო წლის დაწყების წინა დღეს აღმოჩნდა, რომ მათთვის ადგილი ვერ გამოინახა. ორივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს დარღვევები. ღამეები უნდა გაეთენებინათ მერიაში და ეს საკითხები უმტკივნეულოდ დაერეგულირებინათ", - აცხადებს არინა თავაქარაშვილი.

Read 1009 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი