თედლიაშვილი: საეჭვოდ დაემთხვა სადგურის ბაღის ამბები გუბერნატორის წასვლას

სექტემბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელი, თამარ თედლიაშვილი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ვითარებაზე საუბრობს და სადგურის დასახლებაში დაანონსებულ ბაღის მშენებლობას იხსნებს.

მისი აზრით, ხელისუფლების დაპირების შემთხვევაში, არსებული პრობლემა ამ დროისთვის ნაწილობრივ მაინც იქნებოდა მოგვარებული.

"ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნო დაპირება სადგურის დასახლებაში ბაღის მშენებლობასთან დაკავშრებით, რომელიც ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებდა. საგულისხმოა, რომ სამუშაოები იმ დროს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ინშაანთ საქართველომ“ დაიწყო, რომელსაც გორის მერიამ რამდენჯერმე მნიშვნელოვანი შეღავათებით სარგებლობის საშუალება მისცა. ამ პერიოდში გუბერნატორი კახა სამხარაძე იყო, რომელთანაც ამ კომპანიის კავშირებზე არსებობდა გარკვეული ეჭვები, ასევე საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ გორის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც იგივე კომპანიამ გაიმარჯვა და ობიექტი ამ დრომდე გაუხსნელია. ჩნდება კითხვები, რომელსაც მერიამ ვალდებულია რომ უპასუხოს. რატომ გამოირჩეოდა თავის დროზე ადგილობრივი ხელისუფლება "ინშაანთ საქართველოს“ მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით და რატომ არ განმარტავს მერია, რა მოხდა კონკრეტულად ამ კომპანიასთან მიმართებაში. რაც შეეხება ისევ სადგურის საბავშვო ბაღის თემას, მესამე ტენდერია გამოცხადებული, რომელიც 20 სექტემბერს სრულდება, მერია კი ისევ დუმს. ამ ეტაპზე მაინც თუ გაიმარჯვებს ვინმე და გააგრძელებს მშენებლობას, მინიმუმ ერთი წელი მაინც პრობლემა ისევ გადაუჭრელი იქნება. ვფიქრობ, ვარაუდი გამართლდა, ეჭვის საფუძველიც ნამდვილად არსებობს, ტენდენციურობასთან დაკავშირებით, განმარტებები უკვე მერიისგან უნდა მოვისმინოთ“, - აცხადებს თამარ თედლიაშვილი.

 

Read 1313 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი