მედეა აბაშიძე: რატომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელსაც თავისი აზრის ბოლომდე გატანა არ შეუძლია?

სექტემბერი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“რატომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც თავისი სიტყვის ბოლომდე გატანის უნარი არ შესწევს?“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილზე რადიო “მოზაიკასთან“ საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, მედეა აბაშიძემ. 

“ყველამ მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, როცა ამბობდა, რომ ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო. ვფიქრობ, გორელებისგან მას არჩევნებში მხარდაჭერა არ ექნება, რადგან 2008 წლის ომის დროს გორელმა მოსახლოებამ საკუთარ თავზე გამოსცადა ის საშინელი დღეები. ახლა რატომღაც შეუცვლია თავისი განცხადება და ამბობს, რომ მას ესე არ უთქვამს. მე ვსვამ კითხვას: რატომ უნდა ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი აზრი ბოლომდე გატანის უნარი არ აქვს“, - განაცხადა აბაშიძემ.

მედეა აბაშიძე გაერთიანებულ ოპოზიციას ორი დღის წინ შეუერთდა, მანამდე ის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი იყო.

Read 1381 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი