Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018 20:55

პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე შსს –მ გამოძიება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

შს სამინისტროს ინფორმაციით, სტალინის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომელისა და მოქალაქეების შორის დაპირისპირების გამო საქმე ძალადობის მუხლით (126 –ე მუხლი) აღიძრა.

როგორც შსს – ში აცხადებენ, პოლიციის თანამშრომელი იმ მომენტისათვის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და შვებულებაში იმყოფებოდა. 

შემთხვევა დაახლოებით 19 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაპირისპირება მოუხდა რამდენიმე ახალგაზრდასთან.

მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე პირი გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის სამმართველოში გადაიყვანეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალების გამოსარკვევეად გამოძიება გრძელდება. 

Read 1313 times