გორში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

სექტემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში 2-დან 8 წლამდე ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ.

კვლევის ფარგლებში ასევე შეგროვდება მონაცემები გარემოს დაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ბავშვთა განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობების, დევნილების, ეროვნული უმცირესობების, ადრეული ქორწინებებისა და ქალთა ჯანმრთელობის შესახებ.

მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას (MICS) მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში , მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სტატისტიკის სამსახური ჩაატარებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევების დასაწყისში იგეგმება პრესკონფერენციების მოწყობა და შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ინფორმირების, კვლევის მიმართ ნდობის გაჩენისა და კვლევაში მონაწილეობის მიღების მოტივაციის მიზნით.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს და აგროვებს ძირითად ინდიკატორებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.

Read 1125 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი