ნათია კუპრაშვილი: რეგიონულ მაუწყებლებში შემოსავლების კლების ტენდენციაა

სექტემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

“არც ერთ წინასაარჩევნო პერიოდს არ ჩაუვლია რეგიონული მაუწყებლის სანქცირების გარეშე“, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ნათია კუპრაშვილმა რადიო “მოზაიკასთან“ ისაუბრა. 

“ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ წინასაარჩევნოდ არ არსებობს რაიმე განაცხადი ან კონკრეტული პროგრამა, რომელიც დაეხმარება რეგიონულ მაუწყებელს, აწარმოოს წინასაარჩევნო მედიაპროდუქტი. ასეთი ტიპის კონკურსები არ გამოცხადებულა 2018 წელს არც სატელევიზიო და არც რადიო მაუწყებლობისთვის. რა თქმა უნდა, კარგი პროგრამის მომზადებას სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა და ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ რეგიონულ მაუწყებლებში შემოსავლების კლების ტენდენციას, ამიტომ მაუწყებლებს უჭირთ, რომ მხარი დაუჭირონ კარგი კონტენტის შექმნას. მეორეს მხრივ, გაქრა კონტენტის მხარდამჭერი პროგრამები", - ამბობს კუპრაშვილი.

Read 476 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი