ახალგაზრდები “ევროკავშირის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულებს შეხვდებიან

სექტემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 21 სექტემბერს, გორში, “მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ პროექტის “საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში “ევროკავშირის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებულებს, გოგა აფციაურს, ნინო ჩიბჩიურსა და გვანცა დოლუაშვილს ახალგაზრდები შეხვდებიან და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

“ქართლოსის“ წარმომადგენლის, ლელა მაზმიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა მშვიდობის შესახებ, ახალგაზრდების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

“ახალგაზრდები შეხვდებიან მოქმედ ჟურნალისტებს, გაიმართება პანელური დისკუსია და ფილმის ჩვენება. შეხვდრის მიზანია, ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია მშვიდობის შესახებ, ჟურნალისტების გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება და სამშვიდობო ჟურნალისტიკაზე ცნობიერების ამაღლება, მოხალისეები ძალიან მოტივირებულები არიან და დიდი იმედი გვაქვს, რომ “საქართველოს მოხალისე 2018“ ტიტულს ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ წარმომადგენელი მიიღებს“, - განაცხადა ლელა მაზმიშვილმა.

ჟურნალისტებთან შეხვერდრა 21 სექტემბერს, გორის დემოკრატიის სკოლაში შედგება.

Read 864 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი