ოკუპირებული ცხინვალის მედია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ცხინვალში ჩასვლის შესახებ წერს

სექტემბერი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ეუთო-დან რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირიდან ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი საინფორმაციო სააგენტოები თანათავმჯდომარეების მიერ შეხვედრებზე გაკეთებულ განცხადებებს ავრცელებენ.

როგორც სააგენტო „რესი“ წერს, მურატ ჯიოევთან შეხვედრაზე, მიხალკამ თქვა, რომ დიალოგის გარეშე თანამშრომლობა შეუძლებელია.

"ორივე მხარე იბრძვის თავის რეგიონში მშვიდობისთვის. შესაძლოა, ერთ-ერთ მხარეს ამის მიღწევის სურვილი არ ყოფნის. ამის გამო, ჩვენ მეტი თანამშრომლობა მოგვეთხოვება. ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე შეძლებს საერთო პოზიციის მიღწევას. ჩემი, როგორც დიპლომატის გამოცდილებიდან გამომდინარე, დიალოგის გარეშე არანაირი თანამშრომლობა არაა შესაძლებელი. ეს მიწა თქვენ ღმერთმა მოგცათ და ბედმა განგისაზღვრათ ისეთ მეზობლებთან ცხოვრება, როგორიც გყავთ, იმის მიუხედავად, გსურთ ეს თუ არა. იმედი მაქვს, ყველა მხარე შეძლებს საერთო აზრზე შეთანხმებას“, – განაცხადა მიხალკამ.

„ოსინფორმის“ ცნობით კი, ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილების საკითხსაც. ევროკავშირის წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა თქვა, რომ დევნილების საკითხის განსახილველად ჟენევის დისკუსიების ფორმატი იდეალურ პირობას ქმნის.

"ვფიქრობ, რომ დევნილების საკითხი მნიშვნელოვანია როგორც თბილისისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. აღნიშნულ საკითხზე „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია ჟენევაში ღიად უნდა წარადგინონ“, – თქვა კლაარმა.

ჟენევის დისკუსიების გამართვა ოქტომბერში იგეგემება.

Read 501 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი