საქაშეთის დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია იგეგმება

სექტემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერედვის მუნიციპალიტეტმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება 60 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ერედვის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნული პროექტისთვის 25 222 ლარია გამოყოფილი.

დაზიანებული გზის პრობლემა აქ დასახლებულ ადგილნაცვალ პირებს 2008 წლის შემდეგ აწუხებთ. ამ დომდე მხოლოდ ჩასახლებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა მოხერხდა. დევნილების განმარტებით, წლების განმავლობაში არსებული ვითარება ტრანსპორტს გადაადგილებას უშლის. კოტეჯებამდე მისვლა ფეხით მოსიარულეებსაც უძნელდებათ, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში.

Read 1014 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი