„რესურსოთახი“ საბავშვო ბაღებში
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინიციატივით გორის მე-6 საბავშვო ბაღში "რესურს ოთახი " გაიხსნა.
სპეციალური შეხვედრა აღმზრდელებისთვის გაიმართა, სადაც მათ პროექტის ტრენერმა ოლღა მუსხელიშვილმა მითითებები მისცა, ამ სიახლის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით. გადამზადდა ასევე მეთოდისტი , რომელიც მთელი წლის მანძილზე აღმზრდელებს კონსულტაციას გაუწევს. პროექტის ფარგლებში, " სკოლამდელი განათლების სისტემური ცვლილებების მხარდაჭერა საქართველოში ", რომლის დამფუძნებელია პოლონეთის ორგანიზაცია " Civitas Georgica ", გორში შესაბამისი ინვენტარი 6 ცენტრის მოსაწყობად ჩამოიტანეს
„ამ ცენტრებისთვის შესაფერისი სასწავლო და სათამაშო პროექტი ხელს შუწყობს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას“, -აცხადებენ აღმზრდელები.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა