ბერიანიძე: რესურსოთახი ბავშვის ყველა სფეროს განვითარებას შეუწყობს ხელს

სექტემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძის განცხადებით, საბავშვო ბაღის ბაზაზე შექმნილი რესურსოთახები ხელს შეუწყობს სოციალურ - ემოციური, ფიზიკური და მოტორული ფუნქციების განვითარებას. 

"ეს არის პროექტის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივა, კერძოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონური არასამათვარობო ორგანიზაციისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტში სამი რესურსოთახის გახსნას საბავშვო ბაღის ბაზაზე. რესურსოთახი ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე მეთოდური მასალის მომარაგებას. ეს მეთოდური მასალა არის მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ხელს უწყობს ბავშვის ყველა სფეროს განვითარებას - სოციალურ - ემოციური, ფიზიკური, მცირე მოტორიკა, წიგნიერება, მეცნიერება და ა.შ. და ორიენტირებულია ბავშვის მრავალმხრივ განვითარებაზე.

თავის დროზე, როცა მოხდა რესურსოთახის კეთილმოწყობა, ინსტრუქტაჟიც ჩაუტარდათ მასწავლებლებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს მასალა. ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი შემთხვევაა ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი განათლების ამაღლების მეთოდიკის გამოყენების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სამი რესურსოთახის გახსნაა დაგეგმილი - კარალეთში, ატენში და ქალაქში - მეექვსე საბავშვო ბაღში", - განაცხადა ნინო ბერიანიძემ.

Read 533 times Last modified on Last modified on სექტემბერი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი