რუსეთის საგარეო უწყება ერგნეთის შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

სექტემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთი შეშფოთებულია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრის ჩაშლით, რაც თბილისის მხრიდან მექანიზმის მუშაობის პოლიტიზირების მცდელობებით არის გამოწვეული.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

"გამოვთქვამთ სერიოზულ შეშფოთებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო, რომელიც 14 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, შეხვედრის ჩაშლის მიზეზი გახდა ის, რომ „თბილისის წარმომადგენლებმა დღის წესრიგში ცხინვალისთვის მიუღებელი პოლიტიზირებული პუნქტები შეიტანეს და ინტერპოლის ხაზით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხადეს“.

"შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის კონფრონტაციული ქმედებების გამო მანამდე ანალოგიური მექანიზმის მუშაობა ქართულ-აფხაზურ საზღვარზეც შეჩერდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზირებაზე მიმართული თბილისის კურსი ამ სასარგებლო ფორმატის ბლოკირების საფრთხეს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ცხინვალი მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობს. მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, გამოიჩინონ აუცილებელი პრინციპულობა და ხელი შეუწყონ მექანიზმის მუშაობის ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას“, - აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყება ერგნეთის შეხვედრის ჩაშლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

Read 501 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი