მეუფე ანდრია სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

სექტემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მოხარული ვიქნები, თუ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, კონკორდატის(სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება) მუხლების ამოქმედებაში მიიღებს მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობის საშუალებას მისცემს ეკლესიასა და სახელმწიფოს", - ასე ეხმაურება გორისა და ატენის მიტროპოლიტი დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებას, რომლის მიხედვით ეკლესია ერევა ისეთ საკითხებში, რომელიც ზურაბიშვილის თქმით, მისი საქმე არ არის.

მეუფე ანდრია (გვაზავას) განმარტებით, სასულიერო პირები და ეკლესია არათუ ქართულ პოლიტიკურ პროცესში ერევა, არამედ ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას საზოგადოებისთვის მწვავე საკითხებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვალდებულები ვართ გამოვთქვათ ჩვენი აზრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, როგორც ინსტიტუციამ, რომელსაც აქვს ცოცხალი კავშირი და ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის უმრავლესობასთან, როგორც მის რეალურ და პოტენციურ მრევლთან, საზოგადოების წესსა და მის მოწყობაზე გამოვთქვათ ჩვენი აზრი და დამოკიდებულება", - განაცხადა მეუფემ.

Read 2021 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი