მეუფე ანდრია: გორში კანაფს მოიხმარენ არასრულწლოვნებიც, ქალებიც და პოლიცია ამას ვერ აკონტროლებს

სექტემბერი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"კანაფი, სამწუხაროდ, გორის მუნიციპალიტეტში დათესილი აქვთ სოფლებში, ეზოებსა და ბაღშია ეს მცენარე, მას სრულებით შეუზღუდავად მოიხმარენ, ეწევიან ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც", - ასე ეხმაურება კანაფის კულტივაციის საკითხს გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია(გვაზავა).

ის არ ენდობა ხელისუფლების განცხადებას, რომ მისი კულტივაცია და ექსპორტზე გატანა მხოლოდ ბიუჯეტში შემოსავლების გაზრდისკენაა მიმართული და ადგილობრივების მხრიდან მისი მოხმარება მკაცრად გაკონტროლდება.

"პოლიცია პრაქტიკულად შეზღუდულია თავის ზემოქმედებაში და ვერ ახდენს ვერავითარ რეაგირებას ამ დროს. შეიძლება რეაგირების შემთხვევაში აზრს ვერ ხედავს, რადგან მის მოხმარებას ადამიანს ვერ აუკრძალავს. მეორე, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, კანაფის მომხმარებელთა წლოვანებამ იკლო. ანუ მისი მომხმარებელი დღეს უკვე 14 წლის ბავშვი ხდება. ამას კი არ ვიგონებ, ამას ჩვენი მრევლი ჩვენთან, სასულიერო პირებთან ამბობს. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ კანაფის მომხმარებელთა ჯგუფი გაიზარდა და მათ რაოდენობას გოგონები და ქალებიც შეემატა. მინდა გითხრათ, რომ კანაფი არის საკმაოდ ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება, რომლის მოხმარებაც იწვევს გონებრივ დეგრადაციას და არასრულწლოვანის ორგანიზმში ფიზიკურ განვითარების შეფერხებას. როგორ უნდა დავუჯეროთ შსს-ს, რომ ახალი რეგულაციებით შეძლებს ის ამ ყველაფრის კონტროლს", - ამბობს მეუფე ანდრია.

Read 8714 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი