თავზარაშვილი: პირად შეხედულებებზე მთავარი პარტიული კურსის გატარებაა

სექტემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საარჩევნო შტაბს "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კონსტანტინე თავზარაშვილი უხელმძღვანელებს.

ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" მან თავად დაუდასტურა. გორის მერის განცხადებით, კანონი თანამდებობასთან შეთავსებით, საარჩევნო მარათონში ჩართვას არ უზღუდავს და მისივე ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზადებაც აქტიურად მიმდინარეობს.

"მოგეხსენებათ, ჩვენი კანდიდატი არ გვყავს და მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს. საარჩევნო მზადება აქტიურად მიმდინარეობს. როდესაც შენ ხარ პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, პარტიის კურსი უნდა გაატარო. შესაძლოა, ცალკეულ პიროვნებებს სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეთ, მაგრამ მე, როგორც შტაბის უფროსი, ვატარებ პარტიის პოლიტიკას და მის ხაზს. მერი არის პოლიტიკური თანამდებობა და კანონით არ მაქვს შეუთავსებლობა -  შემიძლია ვიყო პარტიის თავმჯდომარე, შტაბის უფროსი და პარალელურად დავიკავო ეს თანამდებობა და ვიყო მუნიციპალიტეტის მერი", - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Read 646 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი