Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018 12:36

ბიბილოვი: მზად ვართ დიალოგისთვის, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ მზად არის დისკუსიებისთვის საქართველოს ხელმძღვანელობასთან იმ შემთხვევაში, თუ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერება ხელი და ოფიციალური თბილისი „რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობას აღიარებს.

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მზად არის დისკუსიებისთვის საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხელს მოაწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ "საქართველოს ხელი არ მოუწერია ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმზე და როგორც ჩანს, არც აპირებს ამის გაკეთებას“.

"გასაგებია, რომ საქართველოზე ზეწოლას აშშ ახორციელებს. ამას უკვე არც მალავენ. ეს ნათელია და ამას ჟენევის დისკუსიები ცხადყოფს“, - დასძინა მან

Read 2013 times