რაზმაძე: სალომე ზურაბიშვილს რუსეთთან არანაირი შეხება არ ჰქონია

სექტემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პიარში პროფესორები არიან და ისე წარმართეს გარემო, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დამაქცევარი გამოიყვანეს", - ეს განცხადება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა.

დავით რაზმაძის ინფორმაციით, დამოუკიდებელ კანდიდატს რუსეთთან შეხება არ ჰქონია, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კი, მისივე თქმით, უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობდა.

"სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ემიგრანტის ოჯახშია გაზრდილი. ვაშაძე კი დღესაც თანამშრომლობს, როგორც ვიცი, რუსეთის უშიშროებასთან. ოპოზიციის შავი პიარის მიუხედავად, დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბი, ალბათ, მალე დაანახებს ხალხს, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი და ვინ არის გრიგოლ ვაშაძე", -აცხადებს დავით რაზმაძე.

საკრებულოს თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის მინისტრობის პერიოდსაც იხსენებს და ფიქრობს, რომ საერთაშორისო დონეზე მის მიერ გაკეთებული საქმეები ქართველ ხალხს არ უნდა ავიწყდებოდეს.

"როდესაც სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ჩვენი საელჩოები მაშინ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მაშინ ელჩებიც აღიარებდნენ, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ბევრმა საელჩომ მიიღო თავისი სახე. ეს იყო სალომეს გადაწყვეტილება. მოსთხოვა მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტა ხელისუფლებას და ალბათ, მაშინ მისმა ავტორიტეტმა გაჭრა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ასევე, რომ სწორედ ზურაბიშვილია ის, ვისი საგარეო საქმეთა მინისტრობის მთავარ დიპლომატიურ მიღწევადაც საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანა ითვლება. ასევე, ხაზგასასმელია მისი მოღვაწეობა სხვადასხვა სტრუქტურაში, რაც ქვეყნის პოლიტიკას წარმართავს", - აცხადებს დავით რაზმაძე.

Read 1442 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი