რესურსცენტრი: მოსწავლეებს, რომლებმაც მედიკამენტი მიიღეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ დასჭირდათ

სექტემბერი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორის მეშვიდე სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც გარკვეული მედიკამენტი მიიღეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ დასჭირდათ.

"მეშვიდე სკოლაში, მეექვსე კლასელ ბავშვს დანიშნული ჰქონდა ნევროპათოლოგისგან დამამშვიდებელი წამალი. რეცეპტით დანიშნული. ამ ბავშვმა წაიღო სკოლაში და კლასელებს გაუნაწილა. სამმა ბავშვმა დალია. ეს რომ დაინახეს სხვა ბავშვებმა, დამრიგებელს უთხრეს. დამრიგებელმა საქმის კურსში ჩააყენა დირექტორი. მაშინვე გამოიძახა დირექტორმა მანდატური, დარეკა 112- ში, სასწრაფო იყო ადგილზე, მშობლები მიიყვანეს სკოლაში. არცერთს ბავშვს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ დასჭირვებია", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

Read 1221 times Last modified on Last modified on სექტემბერი 20 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი